Wednesday, April 8, 2015
დღე მეცხრე
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. პირველი პრეზენტაცია იყო მარიამ რეხვიაშვილის. მან ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა პროექტი-,,ყველი." მასში ამ სასარგებლო პროდუქტის დამზადების სხადასხვა ხერხზე იყო საუბარი. შემდეგი იყო ნინო რევაზიშვილის ,,სვეტიცხოვლის აგების ისტორია," ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. იზა ბერულავამ პროექტით ,,ბედი ქართლისა" ერთხელ კიდევ დაგვაბრუნა ჩვენი ქვეყნის მეტად მძიმე ეპოქაში, როცა წყდებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. რუსუდან ოძელაშვილმა პროექტით სარმოადგინა ,,ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ნივთები,", ლია ნონიაშვოლმა პროექტით ,,ლოცვა და შელოცვა" ერთმანეთისაგან გამიჯნა ხალხური ცრურწმენა ჭეშმარიტი რწმენისაგან. ნათია თათულაშვილმა პროექტში ,,საოცარი ცვლილებები,"წარმოადგინა ბუნების საოცრებათა ცხობრების სხვადასხვა ეტაპი , ასევე, მათ გავლენა ადამიანებზე. მზია კახელიშვილმა პროექტით ,,სვეტიცხოველი და გეომეტრია" წარმოადგინა როგორ არის გამოყენებული ოქროს კვეთა ტაძრის მშენებლობაში, ასევე არითმეტიკული ამოცანები და კრიპტოგრაფიული ნიშნები.ნანა მამუკაშვილმა პროექტში ,,მათემატიკა და არქიტექტურა" წარმოაჩინა რა კავშირი არსებობს ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებსა და მათემატიკას შორის. ეკა რუხაძემ წარმოადგინა პროექტი,,სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში." დარეჯან ტატუაშვილმა წარმოადგინა პროექტი ,,წილადების შედარება"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment