Wednesday, April 8, 2015

დღე მეცხრე


მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. პირველი პრეზენტაცია იყო მარიამ რეხვიაშვილის. მან ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა პროექტი-,,ყველი." მასში ამ სასარგებლო პროდუქტის დამზადების სხადასხვა ხერხზე იყო საუბარი. შემდეგი იყო ნინო რევაზიშვილის ,,სვეტიცხოვლის აგების ისტორია," ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. იზა ბერულავამ პროექტით ,,ბედი ქართლისა" ერთხელ კიდევ დაგვაბრუნა ჩვენი ქვეყნის მეტად მძიმე ეპოქაში, როცა წყდებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. რუსუდან ოძელაშვილმა პროექტით სარმოადგინა ,,ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ნივთები,", ლია ნონიაშვოლმა პროექტით ,,ლოცვა და შელოცვა" ერთმანეთისაგან გამიჯნა ხალხური ცრურწმენა ჭეშმარიტი რწმენისაგან. ნათია თათულაშვილმა პროექტში ,,საოცარი ცვლილებები,"წარმოადგინა  ბუნების საოცრებათა ცხობრების სხვადასხვა ეტაპი , ასევე, მათ გავლენა ადამიანებზე. მზია კახელიშვილმა პროექტით ,,სვეტიცხოველი და გეომეტრია" წარმოადგინა როგორ არის გამოყენებული ოქროს კვეთა ტაძრის მშენებლობაში, ასევე არითმეტიკული ამოცანები და კრიპტოგრაფიული ნიშნები.ნანა მამუკაშვილმა პროექტში ,,მათემატიკა და არქიტექტურა" წარმოაჩინა რა კავშირი არსებობს ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებსა და მათემატიკას შორის. ეკა რუხაძემ წარმოადგინა პროექტი,,სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში." დარეჯან ტატუაშვილმა წარმოადგინა პროექტი ,,წილადების შედარება"

Monday, April 6, 2015

დღე მერვე



გეგმები შევავსეთ ბოლომდე, დავასრულეთ პროცედურები, გავიმეორეთ მთელი მასალა. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევავსეთ ბოლომდე, შევქმენით გუგლფორმის კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის.გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ ყველაფერი იყო თუ არა წესრიგში. ვისწავლეთ ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა დოკუმენტების დრაივზე. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

დღე მეშვიდე




გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა და ბლოგზე გვერდები დავამატეთ. პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე. შევქმენით საქაღალდეები დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსაკვლევად  შევქმენით თვითშეფასების ფორმები. შემდეგ გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებს და  შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ვისაუბრეთ პროცედურებზე.

Monday, March 30, 2015

დღე მეექვსე


ვისაუბრეთ როგორ უნდა დაგვეწერა პროცედურები მიზნებიდან, შედეგებიდან, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებიდან,  შეფასებებიდან და შეკითხვებიდან გამომდინარე, ვისწავლეთ გლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება, მე-5 მოდულში გავხსენით პორტფოლიოს რუბრიკა და მასში ვნახეთ, როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო, გავეცანით ინდუკატორებს. მოსწავლის ნამუშევრების შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა. ბლოგზე ვისწავლეთ  მთავარი გვერდისა და ჩანართების გაკეთება.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

დღე მეხუთე


ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის გეგმები, ვისწავლეთ დრაივში გეგმების ჩასწორება, გავაკეტეთ კომენტარები, შევქმენით პროექტის ნიმუში.

Monday, March 23, 2015

დღე მეოთხე




გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის.შესაბამისი ,შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში.შემდეგ შევქმენით  დიაგრამა ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე."  დრაივში ავტვირთეთ პორტფოლიო .