Monday, March 30, 2015

დღე მეექვსე


ვისაუბრეთ როგორ უნდა დაგვეწერა პროცედურები მიზნებიდან, შედეგებიდან, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებიდან,  შეფასებებიდან და შეკითხვებიდან გამომდინარე, ვისწავლეთ გლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება, მე-5 მოდულში გავხსენით პორტფოლიოს რუბრიკა და მასში ვნახეთ, როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო, გავეცანით ინდუკატორებს. მოსწავლის ნამუშევრების შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა. ბლოგზე ვისწავლეთ  მთავარი გვერდისა და ჩანართების გაკეთება.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

დღე მეხუთე


ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის გეგმები, ვისწავლეთ დრაივში გეგმების ჩასწორება, გავაკეტეთ კომენტარები, შევქმენით პროექტის ნიმუში.

Monday, March 23, 2015

დღე მეოთხე




გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის.შესაბამისი ,შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში.შემდეგ შევქმენით  დიაგრამა ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე."  დრაივში ავტვირთეთ პორტფოლიო .

Wednesday, March 18, 2015

დღე მესამე

დღე დავიწყეთ ბუკლეტის გახსენებით, შემდეგ შევედით ვიუვერში და გავხსენით მეორე მოდული.მოვძებნეთ სასწავლო ამოცანების, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას, შევამოწმეთ იყო თუ არა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი ჩვენი ამოცანები, რომლებიც დავწერეთ ინდიკატორებიდან გამომდინარე.ჩამოვწერეთ სპეციფიკურ დავალებებზე ორიენტირებული კითხვები.ჩვენი პროექტისთვის მოვინიშნეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Monday, March 16, 2015

დღე მეორე

ინტელის ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო. მოვისმინეთ პროექტების იდეები, დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.  მოვძებნეთ სტანდარტიდან ის შედეგები და ინდიკატირები, რომლებსაც შევაფასებთ პროექტის მსვლელობისას. რესურსებში მოვძებნეთ ბუკლეტების ნიმუშები, ბუკლეტის შაბლონი გავხსენით და დავიწყეთ მისი შევსება.

Monday, March 9, 2015

დღე პირველი

ტრენინგის პირველი დღე დატვირთული იყო ინფორმაციულად. შევქმენით პორტფოლიო, ბლოგი. გავეცანით ჩეკლისტის გამოყენებას.